1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა საქონელი ან მომსახურება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთჩანაცვლებადად ამ საქონლის/მომსახურების მახასიათებლებიდან, ფასებიდან და მათი გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე.

2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის/მწარმოებლის თვალსაზრისით.

3. ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით. რაოდენობრივი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც