1. შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:
ა) შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს;
ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში – ოპერაციის ყველა მონაწილეს ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით ან შემძენს არანებაყოფლობითი შეძენისას;
გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში – ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით.
2. კონცენტრაციის მხარეს უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში;
ბ) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები შეტყობინების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს მის მიერ ეროვნული ბანკში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა;
ვ) ეროვნულ ბანკს შესთავაზოს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით.
3. პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარისათვის ამ მუხლის მეორე პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებისა.
4. კონცენტრაციის მხარე ვალდებულია:
ა) ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზ