1. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი მოიცავს ბაზრის სტრუქტურის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი იკვლევს:

ა) ბაზარზე შესვლის, გაფართოების და ბაზრიდან გასვლის ბარიერების არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს;

ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს;

გ) მასშტაბის ეკონომიას;

დ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები;

ე) შესაბამის ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები.

2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ:

ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსები და ტექნოლოგიები აღნიშნული პროდუქტის მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ან არ იყენებენ ამ შესაძლებლობებს;

ბ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც აწვდიან შესაბამის პროდუქტს/მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე;

გ) ახალი ეკონომიკური აგენტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლების შეფასებისას ეროვნული ბანკი შეისწავლის ბაზარზე არსებული  ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობას.

4. ფინანსური და ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:

ა) თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა;

გ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის დანაკარგები, მათ შორის, აუნაზღაურებელი ინვესტიციები;

დ) რესურსებზე წვდომისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები;

ე) მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად;

ვ) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების უპირატესობა ბაზრის პოტენციურ მონაწილესთან/მონაწილეებთან შედარებით ერთეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე დანახარჯებით, მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;

ზ) ფინანსური და ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები.

5. ინსტიტუციონალური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:

ა) ეკონომიკურ აგენტთა ლიცენზირების/რეგისტრაციის სირთულე;

ბ) შესაბამის პროდუქტის/მომსახურების ბაზარს მიკუთვნებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;

გ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი;

დ) ინსტიტუციონალური ხასიათის სხვა ბარიერებ