1. ბაზრის ანალიზის პროცესში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტს, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას.

2. ამ წესის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან ეროვნული ბანკისთვის არასწორი, შეცდომაში შემყვანი ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი, ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების  შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ფულადი ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

თავი II

შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება კონკურენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართალწარმოების მიზნებისათვ