1. ავტორიზაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ადმინისტრაცია უფლებამოსილია განმცხადებლისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად და ხელს შეუწყობს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას ან დაინტერესებული პირის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ ადმინისტრაციის მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატი (საჭიროების შემთხვევაში) და მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. ადმინისტრაცია უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადით ჩერდება ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენ