დაინტერესებული პირის ავტორიზაციისათვის აუცილებელია ერთდროულად დაკმაყოფილებული იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) დაინტერესებული პირი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით;
ბ) დაინტერესებული პირი უნდა იყოს მსოფლიო/საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრი;
გ) დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს:
გ.ა) ტურისტული გიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გამოცდილება;
გ.ბ) საკუთარი ვებგვერდი, სადაც მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს გამოქვეყნებული ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია;
გ.გ) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული გიდის ეთიკის კოდექსი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
გ.დ) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
გ.ე) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი დავების განმხილველი კომისი