1. ავტორიზებული პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გიდის ეთიკის კოდექსითა და სერტიფიცირების პროცედურით.
2. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ხდება ამ წესების მე-10-მე-12 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის შემდგომი ცვლილება საჭიროებს ადმინისტრაციასთან შეთანხმებას.
4. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის შემდგომი ცვლილების მიზნით ავტორიზებული პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას და განცხადებასთან ერთად წარუდგენს ადმინისტრაციასთან უკვე შეთანხმებული გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის ცვლილების პროექტის. აღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-4-მე-8 მუხლებით დადგენილი წესი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას ადმინისტრაცია განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების პროექტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კანონითა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი ცვლილების პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ავტორიზებული პირის დავების განმხილველი კომისიის მიერ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ადმინისტრაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირების პროცესში ავტორიზებული პირის მიერ:
ა) დაირღვა ამ წესების მოთხოვნები;
ბ) დაირღვა ადმინისტრაციასთან შეთანხმებული პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) დაინტერესებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომა