1. პერსონალის სერტიფიცირების ორგანო დაინტერესებულ პირთა სერტიფიცირებას ახორციელებს ამ წესითა და ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად.

2. პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს უნდა გააჩნდეს სერტიფიცირების პროცედურა, რომელიც:

ა) დამტკიცებული უნდა იყოს ამ ორგანოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ და

ბ) შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან.

3. სერტიფიცირების პროცედურა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესით გათვალისწინებულ სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.

4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადმინისტრაცია ამოწმებს განცხადებაზე თანდართული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების პროცედურა არ შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ადმინისტრაცია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, განმცხადებელს წერილობით აცნობებს მოტივირებულ შენიშვნებს სერტიფიცირების პროცედურასთან დაკავშირებით და განუსაზღვრავს დამატებით ვადას სერტიფიცირების პროცედურის რედაქტირებული ვარიანტის წარმოსადგენად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის შენიშვნები. ამ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ხელახლა წარმოდგენილი სერტიფიცირების პროცედურა კვლავ ვერ უპასუხებს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სერტიფიცირების პროცედურა  შესაბამისობაშია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ადმინისტრაცია იღებს დაინტერესებული პირის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, მაშინ ეთიკის კოდექსი ითვლება შეთანხმებულად და მასზე შესაბამისად გავრცელდება ამ წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებ