ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის დროებით შეჩერების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ ავტორიზებული პირი:
ა) არასათანადოდ ატარებს სერტიფიცირების პროცესს;
ბ) არ ახორციელებს სერტიფიცირებული გიდების შემდგომ მონიტორინგს;
გ) საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტურისტულ იმიჯს;
დ) სერტიფიცირების ორგანო არღვევს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესითა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.