1. სერტიფიცირების პროცესი იწყება სერტიფიცირების მსურველის მიერ პერსონალის სერტიფიცირების ორგანოში განცხადების წარდგენით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან;

ბ) უმაღლესი ან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის მოწმობის ასლი ან და შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაცემულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ე) სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.

4. სერტიფიცირების განაცხადის ამ წესითა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურით.

5. სერტიფიცირების განაცხადის ამ წესითა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შეფასების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღე