1. სერტიფიცირების წინაპირობაა სერტიფიცირების მსურველის მიერ სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
2. გამოცდის სახეები, ეტაპები და ჩატარების წესი განისაზღვრება სერტიფიცირების პროცედურით იმ პირობით, რომ:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის გამოცდა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა.ა) ტესტირება/გასაუბრება – ტარდება აუდიტორიაში ქართულ ენაზე, პროფესიული ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით;
ა.ბ) საფეხმავლო ტურის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ მარშრუტზე. ასეთი ტიპის გამოცდისას მოწმდება საფეხმავლო ტურის გაძღოლის უნარებისა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე);
ა.გ) შიდა სივრცის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ ობიექტზე/შიდა სივრცეში. ასეთი ტიპის გამოცდისას მოწმდება შიდა სივრცეში ტურის გაძღოლის უნარები და შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე);
ა.დ) სატრანსპორტო ტურის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ მარშრუტზე. ასეთი ტიპის გამოცდისას, მოწმდება ტრანსპორტის ტურის გაძღოლის უნარები და პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე).
ბ) სერტიფიცირების სფეროში (გიდის) შესაბამისი განათლების მქონე პირისთვის ტესტირება/გასაუბრება – ტარდება აუდიტორიაში ქართულ და დამატებით მისთვის სასურველ უცხო ენაზე, პროფესიული უნარების, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენციის შემოწმების მიზნი