სერტიფიცირების პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან:

ა) პერსონალის სერტიფიცირების ორგანოში სერტიფიცირებასთან დაკავშირებული განცხადების წარდგენა;

ბ) შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების პროცედურასთან და ამ წესების მოთხოვნებთან განცხადების ფორმალური შესაბამისობის შეფასება;

გ) შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების პროცედურასთან და ამ წესების მოთხოვნებთან სერტიფიცირების მსურველის შესაბამისობის შეფასება;

დ) სერტიფიცირების მსურველის გამოცდა;

ე) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებ