1. სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში პერსონალის სერტიფიცირების ორგანო გასცემს შესაბამის მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომელიც მოქმედებს სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში.

2. სერტიფიცირების ორგანო სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ სერტიფიცირებულ ტურისტულ გიდზე გასცემს ტურისტული გიდის მაიდენტიფიცირებელ ნიშანს:

3. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გაიცემა მატერიალური ფორმით.

4. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოქმედების ვადა განისაზღვრება სერტიფიცირების მოქმედების ვადით.

5. მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) სერტიფიცირებული გიდის სახელი და გვარი;

ბ) სერტიფიცირებული გიდის ფოტოსურათი;

გ) სერტიფიცირებისა მოქმედების ვადა;

დ) სერტიფიცირების სფერო (ტურისტული გიდი);

ე) ინფორმაცია ენობრივი კომპეტენციის შესახებ;

ვ) სერტიფიცირების ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია;

ზ) მოქმედი სერტიფიკატის უნიკალური ნომერი;

თ) უნიკალური QR კოდი;

6. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე მიეთითება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

7. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უნდა იყოს შემდეგი ზომის:

ა) სიგანე 8.5 სანტიმეტრი;

ბ) სიმაღლე – 5.5  სანტიმეტრ