1. სერტიფიცირებული გიდი რეგისტრირდება სერტიფიცირებული გიდების რეესტრში.

2. სერტიფიცირებული გიდების რეესტრს აწარმოებს შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

3. რეესტრის წარმოება ხდება ელექტრონული ფორმით.

4. სერტიფიცირებული გიდების რეესტრი უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ვებგვერდზე.

5. რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება სერტიფიცირების პროცედურით.

6. შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრის გაზიარება ადმინისტრაციისთვის. ინფორმაციის გაზიარება უნდა მოხდეს ავტომატიზებული ელექტრონული შეტყობინებების საშუალებით, მყისიერად, რეესტრში ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისა