1. სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში პერსონალის სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიკატს.

2. სერტიფიკატი გაიცემა მატერიალური ფორმით.

3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს სამ წელს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაცია გაუუქმდა ამ წესების მე-16 მუხლის საფუძველზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა) ავტორიზაციის გაუქმებიდან ერთი წლით ან;

ბ) არაუმეტეს სერტიფიკატის მოქმედების ვადით, თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის გაუქმებიდან ერთ წელზე ნაკლებ ვადაში.

5. მასერტიფიცირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიცირებულ პირებს ავტორიზაციის გაუქმების თაობაზ