1. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემის/აღდგენისა და სერტიფიცირების საფასურს განსაზღვრავს სერტიფიცირების ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური უნდა იყოს გონივრული და უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დაფაროს მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემასთან/აღდგენასთან და სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია სერტიფიცირების ორგანოს მოსთხოვოს სერტიფიცირების საფასურთან და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემასთან/აღდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესის მე-6-მე-8 მუხლებით დადგენილი წეს