1. სერტიფიცირებისათვის აუცილებელია შესაბამისი სუბიექტი აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
ბ) უნდა აკმაყოფილებდეს განათლებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას:
ბ.ა) უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი განათლება, რომელიც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან;
ბ.ბ)უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი სერტიფიცირების სფეროს შესაბამისი პროფესიული განათლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომით ან/და პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით;
გ) უნდა ჰქონდეს პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც სერტიფიცირების მსურველი დააკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს შესაბამის შეტყობინებას. ასეთ შემთხვევაში, პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ამავე შეტყობინებით სერტიფიცირების შესაბამის მსურველს განუსაზღვრავს ვადას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული და ადმინისტრაციასთან შეთანხმებული სერტიფიცირების პროცედურა შესაძლებელია ადგენდეს სხვა დამატებით მოთხოვნებსა