1. ავტორიზებულ პირს უნდა გააჩნდეს გიდის ეთიკის კოდექსი, რომელიც ავტორიზებული პირის მიერ სერტიფიცირებული გიდისათვის უნდა ადგენდეს სავალდებულო პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურება.

2. ეთიკის კოდექსი დამტკიცებული უნდა იყოს ავტორიზებული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ და შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან.

3. ეთიკის კოდექსი შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

4. ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადმინისტრაცია ამოწმებს განცხადებაზე თანდართული ეთიკის კოდექსის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. იმ შემთხვევაში, თუ ეთიკის კოდექსი არ შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს წერილობით აცნობებს მოტივირებულ შენიშვნებს ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით და განუსაზღვრავს დამატებით ვადას ეთიკის კოდექსის რედაქტირებული ვარიანტის წარმოსადგენად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის შენიშვნები. ამ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-6–მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ხელახლა წარმოდგენილი ეთიკის კოდექსი კვლავ ვერ უპასუხებს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ეთიკის კოდექსი შესაბამისობაშია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ადმინისტრაცია იღებს დაინტერესებული პირის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, ეთიკის კოდექსი ითვლება შეთანხმებულად და მასზე შესაბამისად გავრცელდება ამ წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებ