1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი ადმინისტრაციის იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. თუ ამ ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

3. პირი უფლებამოსილია, ადმინისტრაციას მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.

4. ადმინისტრაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისა