1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) პერსონალის სერტიფიცირების ორგანო – ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც კანონისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს ტურისტული გიდის სერტიფიცირებას;

გ) ავტორიზაცია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სტატუსსა და ტურისტული გიდის სერტიფიცირების უფლებამოსილებას;

დ) დაინტერესებული პირი – პირი,  რომელიც ავტორიზაციის მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას;

ე) სერტიფიცირების მსურველი – პირი, რომელსაც სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი და ამ მიზნით შესაბამისი განაცხადით მიმართავს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს;

ვ) სერტიფიცირებული გიდი – ტურისტული გიდი, რომელიც სერტიფიცირებულია პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ;

ზ) სერტიფიკატი – პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ტურისტული გიდის სერტიფიკატი;

თ) მაიდენტიფიცირებელი ნიშანი – ამ წესების 22-ე მუხლით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელსაც სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში;

ი) დავების განმხილველი კომისია – ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი არანაკლებ სამი და არაუმეტეს შვიდი წევრისაგან შემდგარი კომისია, რომელიც ავტორიზებული პირის სახელით განიხილავს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით სერტიფიცირების მსურველთა მიერ წარდგენილ საჩივრებს ამ წესებისა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია კანონით.

თავი II. ავტორიზაც