1. ეს წესი განსაზღვრავს ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ სერტიფიცირების ორგანოსთვის ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის, ავტორიზაციის პირობების შემოწმების, ავტორიზაციის გაუქმების წესს, ამ ორგანოს მიერ ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესებსა და პირობებს, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, ამ ნიშნის ფორმას, აგრეთვე ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესსა და სერტიფიცირების ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ავტორიზაცია ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად  და ტურიზმის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გათვალისწინები