1. ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის/დოკუმენტის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტის არასრულად მიწოდება.
2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
3. მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ავტორიზაციასთან დაკავშირებული განცხადება რჩება განუხილველი. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წეს