1. ავტორიზაციის პროცესი იწყება დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) მსოფლიო/საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სერტიფიცირების პროცედურა;

დ) გიდის ეთიკის კოდექსი;

ე) ტურისტული გიდის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ნიმუში;

ვ) სერტიფიკატის ნიმუში;

ზ) სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

4. ადმინისტრაცია განცხადების მიღებისთანავე რეგისტრაციაში ატარებს განცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაცია განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დაადგენს, რომ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს მას დამატებით არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

7. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ აღმოფხვრის ხარვეზს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ადმინისტრაციას მიმართოს ხელახალი განცხადებით, რომელიც განიხილება ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვი