1. ადმინისტრაცია სრულყოფილი განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისთვის ავტორიზაციის მინიჭების ან ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი დააკმაყოფილებს ავტორიზებული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის კანონითა და ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ვერ დააკმაყოფილებს ავტორიზებული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და იგი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი