1. სერტიფიცირების პროცედურა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კანონისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. სერტიფიცირების პროცედურა სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით სერტიფიცირებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტებს.

3. ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების გასაწევად სერტიფიცირების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს მხოლოდ ისეთ პირთა სერტიფიცირებას, რომლებიც ფლობენ სათანადო კომპეტენციას, კვალიფიკაციას, პროფესიულ უნარებს და აკმაყოფილებენ ეთიკის შესაბამის სტანდარტებს.

4. სერტიფიცირების პროცედურა, უნდა განსაზღვრავდეს სერტიფიცირების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესს, ვადებს, სერტიფიცირებისათვის აუცილებელ იმ მინიმალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიცირებული გიდი.

5. სერტიფიცირების პროცედურა, სულ მცირე, უნდა აწესრიგებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები – სერტიფიცირების განცხადების წარდგენასთან, მის განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული წესები, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, სერტიფიკატის გაცემის წესი, გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ა.შ.;

ბ) სერტიფიცირების კრიტერიუმები – წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სერტიფიცირების მსურველი, განათლებას, ენობრივ უნარებს, გამოცდილებას და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების, რომელთა დაკმაყოფილებაც წარმოადგენს სერტიფიცირების მსურველის სერტიფიცირების წინაპირობებს, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს: შესაბამის პროფესიულ უნარებს და საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნას და გიდის საერთაშორისო ეთიკის კოდექსის ცოდნასა და აღიარებას;

გ) კვალიფიკაციის შეფასება – სერტიფიცირების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს გამოცდას, რომელიც აუცილებელია სერტიფიცირების კრიტერიუმებთან სერტიფიცირების მსურველის შესაბამისობის დასადგენად;

დ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა – სერტიფიკატის მოქმედების ვადა, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების/შეწყვეტის წინაპირობები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

ე) სერტიფიკატისა და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემის ვადა, წესი და პროცედურა;

ვ) დავების განმხილველი კომისიის მიერ სერტიფიცირების მსურველთა საჩივრების განხილვის წესი, სულ მცირე იმ  პირობით, რომ ამ კომისიის მიერ საჩივრის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ იქნება 10 სამუშაო დღეზე მეტი და გათვალისწინებული იქნება კომისიის ვალდებულება გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობი