1. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებას გააჩნია ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, მათი დატანა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს პიქტოგრამების ან შესაბამისი სიმბოლოების სახით. ასეთი ნიშნები გარჩევადი და მკაფიო უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების წინასწარ განსაზღვრული ექსპლუატაციის სრული ვადის განმავლობაში. აღნიშნული ასევე უნდა იყოს სრული, ზუსტი და დეტალური, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი არასწორი ინტერპრეტირება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნიშანდებები შეიცავს სიტყვებს ან წინადადებებს, მათი დატანა უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე მისი ფიზიკური ზომის გამო შეუძლებელია ყველა ან ზოგიერთი ნიშნის დატანა, შესაბამისი ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს შეფუთვასა და მწარმოებლის მიერ შედგენილ ინსტრუქციებშ