1. მწარმოებლის მიერ წარდგენილი ძალზედ საშიშ პირობებში გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სათანადოდ კომპეტენტური პირებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ინფორმაციის ინტერპრეტირებასა და მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების უსაფრთხო გამოყენებას. ინსტრუქციები ასევე უნდა აღწერდეს პროცედურებს, რაც საჭირო არის ინდივიდუალური დაცვის საშუალების სწორად მორგებისა და გამართული ფუნქციონირებისათვის.
2. იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება აღჭურვილია სასიგნალო სისტემით, რომელიც აქტიურდება სათანადო დაცვის დონის არარსებობის შემთხვევაში, სასიგნალო სისტემა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე განთავსებული, რომ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში მომხმარებლის მიერ მოხდეს სიგნალის აღქმ