1. იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამზადებით გათვალისწინებული ფუნქციონირება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს დროთა განმავლობაში, ამგვარ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს დამზადების ან/და მწყობრიდან გამოსვლის თვე და წელი. აღნიშნული მითითებები ნიშანდების სახით მკაფიოდ და წაუშლელად უნდა იქნეს დატანილი თითოეულ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე ან მის შეფუთვაზე.
2. თუ მწარმოებელს არ შეუძლია განსაზღვროს ინდივიდუალური დაცვის საშუალების გამოყენების ვადა, იგი ვალდებულია ინსტრუქციებში მიუთითოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შემსყიდველს ან მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოდელის ხარისხისა და შენახვის, გამოყენების, წმენდის, შენარჩუნებისა და რემონტის პირობების გათვალისწინებით დაადგინოს აღნიშნული ინდივიდუალური დაცვის საშუალების მწყობრიდან გამოსვლის გონივრული ვადა, შესაბამისი წელი და თვე.
3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ რეკომენდირებულმა პერიოდულმა წმენდამ შესაძლოა დააჩქაროს ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაძველება, მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ თითოეულ ასეთ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე დაიტანოს ნიშანდება, რომელზეც მითითებული იქნება მისი მაქსიმალური წმენდის ოდენობა, რომლის შემდგომაც იგი უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას ან ჩამოწერას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშანდება არ არის დატანილი, ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს შესაბამის ინსტრუქციებშ