1. მწარმოებლის სახელსა და მისამართთან ერთად ინდივიდუალურ დაცვის საშუალებას თან უნდა ახლდეს ინსტრუქციები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შენახვის, გამოყენების, შეკეთების, მოვლისა და დეზინფექციის ინსტრუქციებს. მწარმოებლის მიერ რეკომენდებული წმენდის, მოვლისა და დეზინფექციისთვის გამოსაყენებელი პროდუქტები ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოხმარების პირობებში უარყოფით ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს ინდივიდუალურ დაცვის საშუალებასა და მომხმარებელზე;
ბ) დაცვის დონისა და კლასის განსაზღვრისთვის განხორციელებული შემოწმებების დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ფუნქციონირებაზე მიღებული მონაცემების შესახებ ჩანაწერებს;
გ) შესაბამის შემთხვევებში, გამოსაყენებელი აქსესუარების და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების მახასიათებლებს;
დ) შესაბამის შემთხვევებში, რისკის სხვადასხვა დონეების შესაბამისი დაცვის კლასებსა და შესაბამისი გამოყენების ლიმიტებს;
ე) შესაბამის შემთხვევებში, ინდივიდუალური დაცვის საშუალების ან მისი გარკვეული ნაწილების მოხმარების ვადებს: თვე, წელი ან პერიოდი;
ვ) შესაბამის შემთხვევებში, ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი შეფუთვის ტიპს;
ზ) ნებისმიერი ნიშანდების მნიშვნელობას;
თ) რისკებს, რომელთა წინააღმდეგ დასაცავადაც არის შექმნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალება;
ი) მითითებას ამ ტექნიკურ რეგლამენტზე და შესაბამის შემთხვევებში სხვა ტექნიკურ რეგლამენტებზე;
კ) ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის შეფასების პროცესში ჩართული პირის ან პირების სახელები, მისამართებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ლ) მითითებებს შესაბამის სტანდარტებზე, ამ სტანდარტების მიღების თარიღებს ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებს;
მ) ინტერნეტ მისამართს, სადაც განთავსებულია შესაბამისობის შეფასების დეკლარაცია;
2. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებას თან ახლავს შესაბამისობის შეფასების დეკლარაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის ინსტრუქციაში დატანა არ არის აუცილებელი.
დამატებითი მოთხოვნები ზოგიერთი ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისთვ