1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამის შესახებ აცნობოს შესაბამის აკრედიტაციის ორგანო