1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკურ რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი პროდუქტი ქმნის რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა სათანადო მოთხოვნასთან მიმართებით. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან. თუ შეფასებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს.

4. თუ შეფასებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, ის უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის აკრედიტაციის ორგანო