1. მოწყობილობების კატეგორია M1 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია და შესაბამის შემთხვევაში აღჭურვილია დაცვის დამატებითი სპეციალური საშუალებებით, ისე რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფენ დაცვის ძალიან მაღალ დონეს.
2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა მონაკვეთებში გამოყენებისთვის, ასევე მაღაროების იმ მიწისზედა ნაწილებში გამოყენებისთვის, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ მაღაროს აირისგან ან/და აალებადი მტვრისაგან.
3. ამ კატეგორიის მოწყობილობებმა ფუნქციონირება უნდა შეძლოს ფეთქებადსაშიშ გარემოში მოწყობილობებთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც კი. ისინი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის შემდეგი საშუალებებით:
ა) დაცვის ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სულ მცირე, მეორე დამოუკიდებელი საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს; ან
ბ) დაცვის სათანადო დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გაუმართაობის შემთხვევაში.
4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-9 მუხლის დამატებით მოთხოვნებ