1. მოწყობილობების კატეგორია 1 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფს დაცვის ძალიან მაღალ დონეს.
2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, სადაც მუდმივად, ხანგრძლივად ან ხშირად არის ფეთქებადსაშიში გარემო, რომელიც გამოწვეულია ჰაერისა და გაზის, ორთქლისა და ნისლის ან ჰაერი/მტვრის ნაზავით.
3. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდნენ დაცვის აუცილებელ დონეს მოწყობილობასთან დაკავშირებული იშვიათი ინციდენტების შემთხვევაშიც კი. ისინი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის შემდეგი საშუალებებით:
ა) დაცვის ერთი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სულ მცირე მეორე დამოუკიდებელი საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს; ან
ბ) დაცვის სათანადო დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გაუმართაობის შემთხვევაში.
4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-11 მუხლში აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებ