1. მასალა, რომელიც გამოიყენება მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების დასამზადებლად, არ უნდა იწვევდეს აფეთქებას, შესაძლო საოპერაციო დატვირთვის გათვალისწინებით.

2. აფეთქებისგან თავის დაცვის უზრუნველსაყოფად მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საოპერაციო პირობების ფარგლებში, ფეთქებადსაშიშ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და გამოყენებულ მასალებს შორის არ უნდა იყოს შესაძლებელი რეაქციის წარმოშობა.

3. მასალა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ მისი თვისებების პროგნოზირებადი ცვლილებები და თავსებადობა სხვა მასალებთან არ იწვევდეს დაცვის ხარისხის შემცირებას. კერძოდ, გასათვალისწინებელია მასალის კოროზია და ცვეთა-მედეგობა, ელექტროგამტარობა, მექანიკური სიმტკიცე, ხანგამძლეობა და ტემპერატურის ცვლილებების ეფექტ