1. გამორიცხული უნდა იყოს აალების ისეთი პოტენციური წყაროების წარმოქმნა, როგორიცაა ნაპერწკლები, ალები, ელექტრული რკალები, ზედაპირის მაღალი ტემპერატურები, აკუსტიკური ენერგია, ოპტიკური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ტალღები და აალების სხვა წყაროები.
2. სათანადო ღონისძიებების მეშვეობით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ელექტროსტატიკური მუხტები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოშვან საშიში განმუხტვები.
3. აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული მოწყობილობის გამტარ ნაწილებში მოხეტიალე და ელექტროგადინების დენის წარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეთქებადსაშიში გარემოს ჩამოყალიბება.
4. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდნენ იმგვარად, რომ გამოირიცხოს ხახუნით ან/და სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებით გამოწვეული გადახურება.
5. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მათში ინტეგრირებული საზომი, საკონტროლო და მარეგულირებელი მოწყობილობების მუშაობის შედეგად წარმოქმნილი წნევის კომპენსაცია არ იწვევდეს ისეთ დარტყმით ტალღებს ან/და შეკუმშვებს, რომლებიც წარმოქმნის აალების წყარო