1. უსაფრთხოების მოწყობილობები უნდა ფუნქციონირებდეს საზომი ან/და საკონტროლო მოწყობილობისგან დამოუკიდებლად.

2. უსაფრთხოების მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა, შესაძლებლობების ფარგლებში, გამოვლენილი უნდა იქნეს სწრაფად სათანადო ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახიფათო სიტუაციები.

3. ავარიული ჩამრთველი დაუყოვნებლივ უნდა ააქტიურებდეს კონტროლის შესაბამისი მოწყობილობებს პროგრამული უზრუნველყოფის შუალედური ბრძანებისგან დამოუკიდებლად.

4. უსაფრთხოების მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოწყობილობის ან/და დამცავი სისტემების დაცვა.

5. დამცავი სისტემის საავარიო გამორთვის სისტემა უნდა აღიჭურვოს გადატვირთვის ბლოკირების მექანიზმით. ხელახალი ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გადატვირთვის ბლოკირების სისტემის მექანიკური გადაყენების შემდეგ.

6. კონტროლისა და მონიტორინგის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს ერგონომიული პრინციპების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფეთქების რისკი.

7. ფეთქებისგან თავდაცვის საზომი მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი უსაფრთხო ფუნქციონირება მოსალოდნელი ექსპლუატაციის მოთხოვნებისა და გამოყენების სპეციალური პირობების გათვალისწინებით.

8. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს საზომი მოწყობილობების ჩვენების სიზუსტისა და საექსპლუატაციო ვარგისიანობის შემოწმება გაზომვის ფუნქციის გამოყენებით.

9. საზომი მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ საავარიო სიგნალიზაცია განთავსებული იყოს აფეთქების ან/და აალების არეალისგან იმდენად მოშორებით, რომ მოწყობილობებმა შეძლოს შეფასება დანადგარის ექსპლუატაციის პირობებისა და გაზომვის სისტემის შესაძლო გადახრების გათვალისწინებით.

10. მოწყობილობები, დამცავი სისტემები და უსაფრთხოების მოწყობილობები, რომლებიც იმართება პროგრამული უზრუნველყოფით, უნდა დაპროექტდეს პროგრამის ნაკლოვანებებით გამოწვეული რისკების გათვალისწინები