1. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული აალების წყაროების წარმოქმნა ხშირი შეფერხებების ან მუშაობის ხარვეზების შემთხვევაშიც.

2. მოწყობილობის ნაწილები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი ზედაპირის დადგენილი ტემპერატურის გადაჭარბება მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულ არასტანდარტულ სიტუაციებში წარმოქმნილი რისკების შემთხვევაშიც.

3. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს სათანადო დამატებითი შემაერთებელი სისტემებით.

4. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მოწყობილობის ხშირი შეფერხებების ან მუშაობის წინასწარ გათვალისწინებული ხარვეზების შემთხვევაშიც, თავიდან იქნეს აცილებული ჰაერისა და მტვრის ნაერთებით გამოწვეული აალების წყაროების წარმოქმნა.

5. მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურასთან, მტვრისგან დაცვასა და მოწყობილობის ნაწილების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით, გამოიყენება ამ დანართის III თავის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისი მოთხოვნებ