1. მასალების მახასიათებლების გათვალისწინებით, დაპროექტების ეტაპზე მაქსიმალური წნევა და ტემპერატურა, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, არის ექსტრემალური ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევა და აალების მოსალოდნელი თბური ეფექტი.
2. აფეთქებისგან დაცვის ან/და მისი შეჩერების დამცავი სისტემები, სისტემის მთლიანობის დაკარგვის გარეშე უნდა უძლებდეს წარმოქმნილ დარტყმით ტალღას.
3. დამცავ სისტემებთან დაკავშირებული დამხმარე მოწყობილობები ფუნქციურობის დაკარგვის გარეშე უნდა უძლებდეს მოსალოდნელი აფეთქების მაქსიმალურ წნევას.
4. დამცავი სისტემების დაგეგმვისა და დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს პერიფერიულ მოწყობილობებსა და მიერთებულ მილსადენებში წარმოქმნილი წნევით გამოწვეული რეაქციები.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამცავი სისტემის დატვირთვა გადააჭარბებს სისტემის სტრუქტურულ სიმტკიცეს, დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს წნევის შემამცირებელი სათანადო მოწყობილობები, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გარშემო მყოფ ადამიანებს.
6. აფეთქების ჩახშობის სისტემები უნდა დაიგეგმოს და დაპროექტდეს იმგვარად, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური წინააღმდეგობის მიზნით აფეთქების ადრეულ ეტაპზე მოახდინოს რეაგირება წნევის ზრდის მაქსიმალური სისწრაფისა და აფეთქების მაქსიმალური წნევის გათვალისწინებით.
7. იზოლირების სისტემები, რომლებიც განკუთვნილია აფეთქების შემთხვევაში სათანადო ხელსაწყოების საშუალებით კონკრეტული მოწყობილობის გასათიშად, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ შეინარჩუნოს მექანიკური სიმტკიცე და მედეგობა შიდა აალების გადაცემის მიმართ.
8. დამცავი სისტემები უნდა უერთდებოდეს სათანადო სიგნალიზაციის სისტემას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს პროდუქტის მიწოდებისა და მომარაგების შეწყვეტა და მოწყობილობის ან/და მისი იმ ნაწილების ექსპლუატაციის შეჩერება, რომელთა ფუნქციონირება ქმნის საფრთხეს.
დანართი III
მოდული B: პროდუქტის ტიპის გამოცდა
1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს პროდუქტის ტექნიკურ დიზაინს (პროექტს), ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ტექნიკური დიზაინი (პროექტი) აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.
2. ტიპის გამოცდა ხორციელდება წარმოებიდან აღებული საბოლოო პროდუქტის ნიმუშის (წარმოების ტიპის) შემოწმების საშუალებით.
3. მწარმოებელმა ტიპის გამოცდისათვის უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;
ბ) წერილობით დასტურს, რომ იგივე მიმართვა არ განხორციელებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;
გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასებას და უნდა მოიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას, ასევე შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ჩამონათვალს და პროდუქტის შეფასებისათვის აუცილებელ პროექტირების, წარმოების და ექსპლუატაციის აღწერას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
გ.ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას;
გ.ბ) კონცეპტუალურ პროექტს, წარმოების ნახაზებსა და კომპონენტების სქემატურ აღწერას, ქვე-სისტემებსა და სხვა სქემებს;
გ.გ) წარმოდგენილი ნახაზების, სქემებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისათვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;
გ.დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული სტანდარტების ჩამონათვალს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, იმ ღონისძიებების აღწერილობას და ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტის ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში ტექნიკურ დოკუმენტაციაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი ნაწილი იქნა გამოყენებული;
გ.ე) პროექტირებისას განხორციელებული გაანგარიშებების, ჩატარებული კვლევების და სხვა შედეგებს;
გ.ვ) გამოცდების შედეგებს.
დ) წარმოებული პროდუქტების ნიმუშს. გარდა ამისა, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სხვა ნიმუშებიც დაგეგმილი გამოცდების განსახორციელებლად.
4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, დაადასტუროს, რომ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, მოახდინოს იმ კომპონენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დამზადებული იქნა შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნების და სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების გათვალისწინებით;
ბ) განახორციელოს შესაბამისი გამოცდები და შემოწმებები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება, რათა დაადგინოს, მწარმოებლის მიერ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული სტანდარტებით გათვალისწინებული გადაწყვეტის გზები. განახორციელოს შესაბამისი გამოცდები და შემოწმებები პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის პროექტირებისას და წარმოებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სტანდარტით გათვალისწინებული მეთოდებისგან განსხვავებული გზები;
გ) შეუთანხმოს მწარმოებელს შემოწმებებისა და გამოცდების ჩატარების ადგილი.
5. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებების და მათი შედეგების მონაცემებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი მწარმოებელთან შეთანხმებით, ვალდებულია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოაქვეყნოს აღნიშნული ანგარიში.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტის ტიპი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის სახელს, მისამართს, შესაბამისი გამოცდების შედეგებს ასევე, არსებობის შემთხვევაში, მათი ვალიდურობის პირობებსა და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს. ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა თან ერთოდეს ერთი ან მეტი დანართი. ტიპის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა მოიცავდეს ყველა იმ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარმოებული პროდუქტის ტიპის შესაბამისობის შესაფასებლად და შიდა კონტროლის განსახორციელებლად. როდესაც პროდუქტის ტიპი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს ტიპის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ შეატყობინოს განმცხადებელს, უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით.
7. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ინფორმირებული იყოს საყოველთაოდ მიღებული ტექნიკური განვითარების დონესთან დაკავშირებული ყველა სახის ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შემდგომში ზეგავლენა მოახდინოს პროდუქტის ტიპის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რამდენად საჭიროა დამატებითი გამოცდებისა და ანალიზის განხორციელება. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტის ტიპი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის მფლობელ შესაბამისობის შემფასებელი პირს, შეატყობინოს დამტკიცებული პროდუქტის ტიპის ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობაზე, ან სერტიფიკატის ვალიდურობის პირობებზე.
8. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს – მათ მიერ გაცემული ან გაუქმებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატებისა და მათი შემდგომი დამატებების (დანართების) შესახებ, ასევე პერიოდულად ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს – იმ სერტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების სია, რომელიც არ გაიცა, შეიზღუდა ან სხვაგვარად მოხდა მათი აკრძალვა. ყველა შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს იმ ტიპის გამოცდის სეტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების სია, რომლებიც არ გაიცა, გამოთხოვილი იქნა, მოქმედება შეუჩერდა ან მათ მიერ სხვაგვარად იქნა აკრძალული, ასევე მოთხოვნის საფუძველზე შეატყობინოს გაცემული სერტიფიკატებისა და თანდართული დამატებების შესახებ.
9. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დანართები და დამატებები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
10. მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი უფლებამოსილია გააკეთოს ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი და შეასრულოს ამავე დანართის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დანართი IV
მოდული D: წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა
1. წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის, პროცედურა, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია წარმოებისას გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის სისტემა, განახორციელოს მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი და მისი გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და დაუქვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. მოთხოვნები ხარისხის სისტემის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სისტემის შესაფასებლად, მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს მიმართოს განაცხადით, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ასევე უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და მისამართს, თუ განაცხადი გაკეთებულია ამ უკანასკნელის მიერ;
ა.ბ) წერილობითი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავთ სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;
ა.გ) ყველა საჭირო ინფორმაციას პროდუქტის კატეგორიის შესახებ;
ა.დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ა.ე) ტექნიკური დოკუმენტაციას პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან დაკავშირებით და პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს.
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, პროდუქტის შესაბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თითოეული კომპონენტის, მოთხოვნისა და პირობის შესახებ, უნდა იქნეს დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად, პროცედურების და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტების უწყვეტი ინტერპრეტაციის საშუალებას. ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აღწერილობას:
ბ.ა) ხარისხის მიზნებს, საორგანიზაციო სტრუქტურასა და უფლებამოსილებებს პროდუქტის ხარისხის მართვის კუთხით;
ბ.ბ) წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის მეთოდებს, პროცესებს და სისტემატურ ქმედებებს;
ბ.გ) წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომ ექსპერტიზას და გამოცდებს და მათი განხორციელების სიხშირეს;
ბ.დ) ხარისხის დოკუმენტებს, ინსპექტირების შედეგებს და გამოცდების მონაცემებს, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს და სხვა;
ბ.ე) პროდუქტის სავალდებულო ხარისხის მიღწევის და ხარისხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს.
გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტების შეფასება უნდა ითვალისწინებდეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სტანდარტის ან/და ტექნიკური სპეციფიკაციის განხორციელებას. ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიის გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო შენობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექსპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნასა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;
დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხს აგებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და ხარისხის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე;
ე) მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს ყველა შემოთავაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა მოდიფიცირებული ხარისხის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი, თუ საჭირო გახდება განმეორებითი შეფასების განხორციელება. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მწარმოებელს აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება, შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებული გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
4. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებულ ზედამხედველობაზე:
ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ბ) შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის საწყობების ადგილებში დაშვება და მისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ:
ბ.ა) ხარისხის სისტემის დოკუმენტაციის;
ბ.ბ) ხარისხის დოკუმენტების, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგარიშები და სხვა.
გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ჩაატაროს პერიოდული აუდიტი, რათა დაადგინოს, რომ მწარმოებელი უზრუნველყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და მწარმოებელს წარუდგინოს აღნიშნული აუდიტის ანგარიში;
დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმებები. შემოწმებების დროს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ჩაატაროს პროდუქტის გამოცდა, რათა დარწმუნდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს შემოწმების ანგარიშები და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშები.
5. მოთხოვნები შესაბამისობის ნიშანდებისა და შესაბამისობის დეკლარაციის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.
6. მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის გადასაცემად შეინახოს:
ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტაცია;
ბ) ინფორმაცია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილებების შესახებ მათი დამტკიცების შემთხვევაში;
გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და ანგარიშები, აღნიშნული ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში.
7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამონათვალი. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ.
8. ამ დანართის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე პასუხისმგებლობით, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი V
მოდული F: პროდუქტის ვერიფიკაციაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა
1. პროდუქტის ვერიფიკაციაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი, რომელზეც ამ დანართის მე-3 პუნქტის დებულებები ვრცელდება, შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესში და მისი შემოწმებისას უზრუნველყოფილი იყოს წარმოებული პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან.
3. მოთხოვნები ვერიფიკაციის მიმართ:
ა) მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს სათანადო გამოცდები და ტესტები, რათა შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან;
ბ) გამოცდები და ტესტები, პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უნდა განხორციელდეს თითოეული პროდუქტის შემოწმებისა და გამოცდის გზით, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. შესაბამისობის ვერიფიკაცია პროდუქტის თითოეული ერთეულის შემოწმებისა და გამოცდის გზით უნდა განხორციელდეს ქვემოთჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) ყველა პროდუქტი უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად შესაბამისი სტანდარტ(ებ)ით და/ან სხვა შესაბამისი სპეციფიკაციებით გათვალისწინებული სათანადო ტესტების მეშვეობით, რათა შემოწმდეს მათი ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. ასეთი სტანდარტების არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია თავად გადაწყვიტოს რომელი ტესტების უნდა ჩატარდეს;
ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი, განხორციელებული გამოცდების და ტესტების მიხედვით და თითოეულ დამტკიცებულ პროდუქტზე დაიტანოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა შესაძლებელია მოხდეს სხვა პირის მიერ შესაბამისი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხიმგებლობის ქვეშ.
5. მოთხოვნები შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს წერილობითი შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა). ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, მწარმოებელი უფლებამოსილია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) დაიტანოს აღნიშნული ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.
6. ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში მწარმოებელი უფლებამოსილია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე დაიტანოს აღნიშნული ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი წარმოების პროცესში.
7. ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი VI
მოდული C1: პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა, შიდა საწარმო კონტროლისა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგის საშუალებით
1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა, შიდა საწარმო კონტროლისა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგის საშუალებით, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილულეი პროდუქტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. მწარმოებელი ვალდებულია თითოეული წარმოებული პროდუქტისათვის, უშუალოდ ან თავისი სახელით განახორციელოს პროდუქტის ერთი, ან მეტი სპეციფიკური ასპექტის ერთი, ან მეტი გამოცდა, რათა შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან. აღნიშნული გამოცდები შესაძლებელია განხორციელდეს მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ პროდუქტზე წარმოების პროცესში დაიტანოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია, თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა), რომელიც შესაბამისობაშია ტიპის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის სათანადო მოთხოვნებს დაიტანოს ნიშანდება;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთოდეს თითოეულ კომპონენტს.
5. ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი VII
მოდული: E პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა
1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია წარმოებისთვის გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, ასევე განახორციელოს მზა პროდუქტის ინსპექტირება და განსახილველი პროდუქტის გამოცდა, ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით და უნდა ექვემდებარებოდეს ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ზედამხედველობას.
3. მოთხოვნები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია განსახილველ პროდუქტთან დაკავშირებით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაფასებლად, განცხადებით მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ასევე განცხადების ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ამ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელსა და მისამართს;
ა.ბ) წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ მსგავსი განცხადებით სხვა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს;
ა.გ) ყველა საჭირო ინფორმაციას განსახილველი პროდუქტის კატეგორიის შესახებ;
ა.დ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას;
ა.ე) პროდუქტის დამტკიცებულ ტიპთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მწარმოებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხარისხის ელემენტების, მოთხოვნების და პირობების შესახებ, უნდა იქნას დოკუმენტირებული სისტემატურად და თანმიმდევრულად წერილობითი პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტების თანმიმდევრული ინტერპრეტაციის საშუალებას. კერძოდ, ის უნდა მოიცავდეს:
ბ.ა) პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მენეჯმენტის მიზნების და საორგანიზაციო სტრუქტურის, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების აღწერილობას;
ბ.ბ) წარმოების დასრულების შემდეგ განხორციელებული შემოწმებებისა და გამოცდების აღწერილობას;
ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშების, როგორიცაა: ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშებისა და სხვა აღწერილობას;
ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებების აღწერილობას;
გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ითვლება, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ის ელემენტები, რომლებიც შესაბამისობაშია შესაბამისი სტანდარტის სათანადო სპეციფიკაციებთან, აკმაყოფილებს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილების გარდა, აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება სათანადო პროდუქტის სფეროს შეფასებისა და განსახილველი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიის გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო შენობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რათა შემოწმდეს მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების იდენტიფიცირების უნარი და ჩატარდეს აუცილებელი ექპერტიზა აღნიშნულ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუდიტის დასკვნასა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;
დ) მწარმოებელი პასუხის აგებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაზე;
ე) მწარმოებელი ვალდებულია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ აცნობის იმ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეაფასოს ყველა შეთავაზებული ცვლილება და გადაწყვიტოს, იქნება თუ არა მოდიფიცირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი, ასევე გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ხელახალი შეფასების განხორციელება. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
4. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ განსახორციელებელი ზედამხედველობის მიმართ:
ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ბ) შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დაშვება წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და დასაწყობების ადგილებში და მიაწოდოს აღნიშნულ ორგანოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია. კერძოდ:
ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშები, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ანგარიშები;
გ) შესაბამისობის შემფასებელ ორგანო ვალდებულია ჩაატაროს პერიოდული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი ინარჩუნებს და ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის დამტკიცებულ სისტემას და წარუდგინოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში;
დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმებები. შემოწმებების დროს შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ჩაატაროს პროდუქტის გამოცდა, რათა დარწმუნდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს შემოწმების ანგარიშები და გამოცდების შემთხვევაში, გამოცდის ანგარიშები.
5. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) ნიშანდება და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი პროდუქტის ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.
6. მწარმოებელმა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებისთვის გადასაცემად უნდა შეინარჩუნოს:
ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტაცია;
ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილებები;
გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები.
7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ დამტკიცებული, ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ უარყოფილი, შეჩერებული, ან სხვა სახით შეზღუდული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამონათვალი. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებაზე უარის თქმის, შეჩერების, გაუქმების, ან სხვა სახის შეზღუდვებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ.
8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ, აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი VIII
მოდული A: შიდა საწარმოო კონტროლი
1. შიდა საწარმოო კონტროლი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რა დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრულ ვალდებულებებს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას მასზე, რომ განხილული პროდუქტი აკმაყოფილებს აღნიშნული პროდუქტისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული სათანადო მოთხოვნები და მოიცავდეს, იმდენად, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, პროდუქტის დაპროექტებას, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:
ა) პროდუქტის საერთო აღწერილობას;
ბ) კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და სქემებს, მათ შორის კომპონენტებისა და ქვე-სისტემების სქემებს;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნახაზებისა და სქემების გაგებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისთვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;
დ) სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებაც მოხდა პროდუქტის წარმოების პროცესში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული პროდუქტის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზომების აღწერას, მათ შორის გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვროს სტანდარტის რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული;
ე) შედეგებს, მათ შორის, საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებების შედეგებს;
ვ) გამოცდების ანგარიშებს.
3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ ინდივიდუალურ პროდუქტზე (გარდა კომპონენტისა), რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს დაიტანოს შესაბამისი ნიშანდება;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.
5. ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი IX
მოდული G: შესაბამისობის შეფასება, რომელიც დაფუძნებულია ცალკეული ერთეულის ვერიფიკაციაზე
1. შესაბამისობის შეფასება, რომელიც დაფუძნებულია ცალკეული ერთეულის ვერიფიკაციაზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც მწარმოებელი ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზით უზრუნველყოფს და აცხადებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ განხილული პროდუქტი, რომელსაც ეხება ამ დანართის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მოთხოვნები ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და გახადოს იგი ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და შეიცავდეს ინფორმაციას რისკ(ებ)ის ადეკვატურ ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული სათანადო მოთხოვნები და იმდენად, რამდენადაც ეს შეფასებისთვის იქნება აუცილებელი, მოიცავდეს პროდუქტის დაპროექტებას, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს:
ა.ა) პროდუქტის საერთო აღწერილობას;
ა.ბ) კონცეპტუალურ პროექტს, ტექნოლოგიურ ნახაზებსა და სქემებს, მათ შორის კომპონენტებისა და ქვე-სისტემების სქემებს;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნახაზებისა და სქემების გაგებისა და პროდუქტის ექსპლუატაციისთვის აუცილებელ აღწერილობასა და განმარტებებს;
ა.დ) სტანდარტების ჩამონათვალს, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებაც მოხდა პროდუქტის წარმოების პროცესში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული პროდუქტის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზომების აღწერას, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვროს სტანდარტის რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული;
ა.ე) შედეგებს, მათ შორის, საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებების შედეგებს;
ა.ვ) გამოცდების ანგარიშებს;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია.
3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ საწარმოო პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. მოთხოვნები ვერიფიკაციის მიმართ:
ა) მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უშუალოდ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განახორციელოს, შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი შემოწმებები და გამოცდები ან/და სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული მათი ეკვივალენტური გამოცდები, რათა დაადგინოს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისი სტანდარტებისა და/ან ტექნიკური სპეციფიკაციების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვადლებული მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო გამოცდების განხორციელების შესახებ;
ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი განხორციელებული შემოწმებებისა და გამოცდების საფუძველზე და დამტკიცებულ პროდუქტზე უშუალოდ ან თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსათვის გადასაცემად შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.
5. მოთხოვნები ნიშანდების, შესაბამისობის დეკლარაციისა და შესაბამისობის მოწმობის მიმართ:
ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-4 პუნქტში აღნიშნული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს თითოეულ პროდუქტზე (გარდა კომპონენტებისა) ნიშანდება და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნებს;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია წერილობით თითოეული პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა) მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად პროდუქტის (გარდა კომპონენტებისა), ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია იქნა შედგენილი. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა დაერთოს თითოეულ პროდუქტს (გარდა კომპონენტებისა);
გ) მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის მოწმობა წერილობით თითოეული კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემად კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის მოწმობაში ზუსტად უნდა განისაზღვროს კომპონენტის მოდელი, რომლისთვისაც აღნიშნული მოწმობა იქნა შედგენილი. შესაბამისობის მოწმობის ასლი თან უნდა ერთვოდეს თითოეულ კომპონენტს.
6. ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში მითითებული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის სახელითა და მისივე პასუხისმგებლობის ქვეშ აღნიშნული უფლებამოსილებების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლისთვის მინიჭების შემთხვევაში.
დანართი X
შესაბამისობის დეკლარაცია (N XXXX) (1)
1. პროდუქტის მოდელი/პროდუქტი (პროდუქტი, ტიპი, სერია ან სერიული ნომერი):
2. მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი და საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი:
3. შესაბამისობის ეს დეკლარაცია გამოშვებულია მთლიანად მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.
4. დეკლარაციის ობიექტი (პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია აუცილებელი იყოს ფოტოსურათის დართვა):
5. ზემოთ აღწერილი დეკლარაციის ობიექტი არის შესაბამისობაში შესაბამის კანონმდებლობის მოთხოვნებთან:
6. მითითება შესაბამის სტანდარტებზე ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომლებთან შესაბამისობაც დეკლარირებულია:
7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ... (დასახელება, ნომერი), რომელმაც განახორციელა ... (პროცედურის აღწერა) და გასცა სერტიფიკატი.
8. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერილია ..................... მიერ ..................... სახელით:
(გაცემის თარიღი და ადგილი):
(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა