1. მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს დაცვის საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ აალების წყაროების გააქტიურებისგან თავდაცვას როგორც მოწყობილობების ჩვეულ გარემოში ექსპლუატაციის, ასევე ცვალებადი გარემოთი და დატვირთული სამუშაო პროცესებით გამოწვეულ ინტენსიური მუშაობის პირობებშიც. ფეთქებადსაშიში გარემოს წარმოქმნის შემთხვევაში, მოწყობილობა უნდა გამოირთოს ელექტროენერგიის წყაროდან.
2. მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ იმ ნაწილების გახსნა, რომლებიც შეიძლება გახდეს აალების წყარო, შესაძლებელი იყოს მხოლოდ არააქტიურ ან არსებითად უსაფრთხო პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოწყობილობის ექსპლუატაციის შეჩერება, მწარმოებელმა უნდა დაიტანოს გამაფრთხილებელი ნიშანი მოწყობილობის შესაბამის ნაწილზე.
3. M2 კატეგორიის მოწყობილობების მიმართ გამოიყენება M1 კატეგორიის მოწყობილობებისთვის არსებული მტვრის აალების რისკებთან დაკავშირებული მოთხოვნებ