1. მოწყობილობების კატეგორია 2 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლია ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, სადაც ფეთქებადსაშიში გარემო წარმოიქმნება იშვიათად და რომელიც გამოწვეულია აირების, ორთქლის, ნისლის ან ჰაერის/მტვრის ნაზავით.

3. ამ კატეგორიის მოწყობილობებთან დაკავშირებული დაცვის საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ დაცვის სათანადო დონე გავრცელებული შეფერხებების ან მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის ისეთ შემთხვევაში, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შესაძლებელია.

4. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-12 აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებ