1. საგნების ვარდნით, გატყორცნით და სხეულის დაბრკოლებებთან შეჯახებით გამოწვეული ზემოქმედებისგან დაცვის ფუნქციის მქონე ინდივიდუალური დაცვის საშუალებას უნდა გააჩნდეს საკმარისი შოკის შთანთქმელი თვისებები, დაცული ადგილების დაჯახებით ან შერჭობით გამოწვეული ზიანის ასაცილებლად. აღნიშნული თვისებები უნდა უზრუნველყოფდნენ დაცვას სულ მცირე შეჯახების ენერგიის იმ დონემდე, რომლის მიღმაც ინდივიდუალური დაცვის საშუალება დამცველი შრის გადამეტებული ზომა ან მასა დაბრკოლებას შეუქმნის წინასწარ განსაზღვრული მოხმარების პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალების ეფექტურ გამოყენებას.
2. დაცურების საწინააღმდეგო დამცავი ფეხსაცმლის ძირი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, წარმოებული ან დამატებითი საშუალებებით აღჭურვილი, რომ გადაადგილების ზედაპირის პირობების და მდგომარეობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფდეს ადეკვატურ მოჭიდებას.
3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია სიმაღლიდან ვარდნის თავიდან ასაცილებლად ან მისი შედეგებისგან დასაცავად, უნდა გააჩნდეს სხეულის დამჭერი და შესაბამისი ჩაბმის სისტემა, რომელიც უნდა მაგრდებოდეს საიმედო გარე საყრდენზე. ასეთი ინდივიდუალური დაცვის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში მინიმუმამდე იქნეს შემცირებული მომხმარებლის ვერტიკალური ვარდნა დაბრკოლებებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად ისე, რომ დამუხრუჭების ძალამ არ მიაღწიოს ზღვრულ მნიშვნელობას, რომლის დროსაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ფიზიკური დაზიანება ან ინდივიდუალური დაცვის საშუალების რომელიმე კომპონენტის შეხსნა ან რღვევა/გატეხვა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მომხმარებლის ჩამოვარდნა. რღვევის/გატეხვის შემთხვევაში ინდივიდუალური დაცვის საშუალებას უნდა შეეძლოს მომხმარებლის ისეთ პოზიციაში გაჩერება, რა დროსაც მომხმარებელს შეეძლება დახმარებისთვის დალოდება.
4. მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) საიმედო გარე ჩასაბმელი საყრდენი წერტილის მახასიათებლები და მინიმალური მანძილი მომხმარებელსა და მის ქვემოთ არსებულ ზედაპირს შორის;
ბ) სხეულზე დამჭერი მოწყობილობის მორგებისა და საიმედო გარე საყრდენ წერტილთან ჩასაბმელი სისტემის მიმაგრების მოთხოვნები.
5. მექანიკური ვიბრაციის ეფექტებისგან დაცვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალური დაცვის საშუალებას უნდა გააჩნდეს რისკის ქვეშ მყოფი სხეულის ნაწილებზე საზიანო ვიბრაციის მქონე კომპონენტების ზემოქმედების ადეკვატური განეიტრალების შესაძლებლობ