1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია დახრჩობისგან დასაცავად, უნდა უზრუნველყოფდეს წყალში ჩავარდნილი გადაღლილი ან უგონოდ მყოფი მომხმარებლის ზედაპირზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას, შესაძლებელს უნდა ხდიდეს ზედაპირზე მის ტივტივსა და თავისუფალ სუნთქვას.

2. ინდივიდუალური დაცვის საშუალება შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად ტივტივებდეს, ან შესაძლებელი იყოს მისი პირით გაბერვა და ჰაერის მექანიკურად ან ავტომატურად გამოშვება.

3. წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, მისთვის დადგენილი ფუნქციის შესრულებასთან ერთად, უნდა უძლებდეს წყლისა და შესაბამისი გარემო ფაქტორების ზემოქმედებას;

ბ) გასაბერი ინდივიდუალური დაცვის საშუალება უნდა იბერებოდეს სრულად და სწრაფად.

4. წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მეორე პუნქტით გათვალისწინებული გასაბერი ან/და სინათლის ან სასიგნალო მოწყობილობა;

ბ) უნდა გააჩნდეს სხეულთან მისაბმელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ამოყვანას სითხიდან;

გ) უნდა იყოს ხანგრძლივი გამოყენებისთვის შესაფერისი მომხმარებლის იმ აქტივობის სრული პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც მომხმარებელი შესაძლოა ჩაცმულ მდგომარეობაში ჩავარდეს წყალში ან რომლის დროსაც საჭიროა მომხმარებლის ჩაძირვა სითხეში.

5. ტანსაცმელი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის ტივტივის უზრუნველსაყოფად, მისი წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს საკმარის საყრდენს და ტარებისას უნდა იყოს უსაფრთხო. ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ უნდა აბრკოლებდეს მომხმარებლის თავისუფალ მოძრაობას, იძლეოდეს ცურვისა და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას მომხმარებლის მიერ საკუთარი თავისა და სხვა პირების გადარჩენის მიზნი