1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც დაპროექტებულია ადამიანის სხეულის ან მისი ნაწილის სიცივის უარყოფითი შედეგებისგან დასაცავად, აღჭურვილი უნდა იყოს თერმული იზოლაციის საშუალებებით და გააჩნდეს წინასწარ განჭვრეტად პირობებში გამოყენებისთვის ადეკვატური მექანიკური სიმტკიცე.
2. სიცივისგან დასაცავად განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემადგენელ მასალასა და სხვა კომპონენტებს უნდა გააჩნდეს გამოყოფილი სითბური ნაკადის გადაცემის ისეთი დაბალი კოეფიციენტი, რომელიც შეესაბამება მისი გამოყენების წინასწარ განჭვრეტად პირობებს. დაბალი ტემპერატურის გარემოში გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების დრეკადი მასალა და სხვა კომპონენტები უნდა ინარჩუნებდნენ მოსახერხებული გამოყენებისთვის საჭირო დრეკადობას.
3. ინდივიდუალური დაცვის საშუალების მასალასა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ცივი მასალების შეშხეფებას, ასევე უნდა გააჩნდეს მექანიკური ზემოქმედების შთანთქმის საკმარისი უნარი (იხ. ამ დანართის 21-ე მუხლი).
4. წინასწარ განჭვრეტად გამოყენების პირობებში:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხმარებისას მომხმარებელზე გადაცემული ნაკადი ნებისმიერ პირობებში უნდა იყოს საკმარისად დაბალი, რათა გამორიცხულ იქნეს სხეულის დაცულ ნაწილებზე სიცივის დაგროვება, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში ფეხებისა და ხელების თითებზე ისე, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ტკივილისა და ჯანმრთელობის დაზიანების დასაშვები ზღვარი;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამორიცხავდეს ისეთი სითხეების შეღწევას, როგორიცაა წვიმის წყალი, ხოლო მისი ცივი დამცავი შრე სხეულთან შეხებისას არ უნდა იწვევდეს მომხმარებლის დაზიანებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეიცავს სასუნთქ მოწყობილობას, აღნიშნული მოწყობილობა წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში ადეკვატურად უნდა ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ დამცავ ფუნქციას.
6. მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია, რომელიც თან ახლავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებას და განკუთვნილია მომხმარებლის მიერ დაბალ ტემპერატურულ გარემოში ხანმოკლე გამოყენებისთვის, უნდა შეიცავდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ გამოყოფილი სიცივის მომხმარებელზე ზემოქმედების მაქსიმალურად დასაშვები დონის განსასაზღვრად საჭირო ყველა შესაბამის მონაცემ