1. მოთხოვნები არამაიონებელი გამოსხივებისგან დასაცავად:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია არამაიონებელი გამოსხივების წყაროებისგან თვალის მწვავე ან ქრონიკული დაზიანებისგან დასაცავად, უნდა შეეძლოს საზიანო ტალღის მქონე ენერგიის გამოსხივების უმეტესი ნაწილის შთანთქმა ან არეკვლვა, ისე რომ უარყოფითად არ იმოქმედოს გამოსხივების ხილვადი სპექტრის უსაფრთხო ნაწილზე, კონტრასტის აღქმასა და ფერთა გარჩევადობაზე;

ბ) თვალების დამცავ ინდივიდუალური დაცვის საშუალებას მავნე გამოსხივების თითოეული ტალღისთვის უნდა გააჩნდეს ისეთი სპექტრული გადაცემის ფაქტორი, რომ გამოსხივების ენერგიის ნათების ინტენსიობა, რომელსაც შეუძლია ფილტრის გავლით მიაღწიოს მომხმარებლის თვალებამდე, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და არ უნდა აჭარბებდეს გამოსხივების ზემოქმედების მაქსიმალურად დასაშვებ ნორმას. ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია არამაიონებელი გამოსხივებისგან კანის დასაცავად, უნდა შეეძლოს საზიანო გამოსხივების ტალღის მქონე ენერგიის უდიდესი ნაწილის შთანთქმა ან არეკვლვა.

გ) წინასწარ განჭვრეტად გამოყენების პირობებში, გამოსხივების ზემოქმედებით სათვალე არ უნდა დაზიანდეს და არ უნდა დაკარგოს დამცავი თვისებები. ყველა ეგზემპლარზე დატანილი უნდა იყოს დამცავი ფაქტორის ნომერი, რომელიც შეესაბამება მის სხივის გამტარუნარიანობის სპექტრული განაწილების მრუდს.

დ) გამოსხივების წყაროსთან მუშაობისთვის განკუთვნილი ერთი და იმავე ტიპის სათვალეების კლასიფიცირება უნდა განხორციელდეს დამცავი ფაქტორების მიხედვით აღმავალი თანმიმდევრობით. მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალების შერჩევის მეთოდს შესაბამისი სამუშაო პირობების გათვალისწინებით, მათ შორის გამოსხივების წყარომდე დისტანციისა და აღნიშნულ დისტანციაზე ენერგიის გამოსხივების სპექტრულ განაწილების მონაცემებს.

ე) თვალების დაცვის გამფილტრავი ინდივიდუალური დაცვის საშუალების ყველა ეგზემპლარზე მწარმოებლის მიერ დატანილ უნდა იქნეს შესაბამისი დაცვის ფაქტორის ნომერი.

2. მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებისაგან დასაცავად:

ა) რადიოაქტიური მტვერის, აირების, სითხისა და მათი ნაზავებისგან სხეულის ან მისი ნაწილის დაცვის მიზნით დაპროექტებული ინდივიდუალური დაცვის საშუალება, მისი შემადგენელი მასალები და სხვა კომპონენტები იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, დაპროექტებული და გამოყენებული, რომ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში დამაბინძურებელი ნაერთები ვერ აღწევდეს მომხმარებლის სხეულის დაცულ ნაწილებამდე.

ბ) დამაბინძურებელი ნაერთების ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელი ჰერმეტულობა შესაძლებელია მიღწეულ იქნეს შეუღწევადი დამცავი შრის ან/და სხვა საშუალებით, მათ შორის ვენტილაციისა და წნევის სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს დამაბინძურებლების გაფანტვას.

გ) ნებისმიერი დეკონტამინაციის ღონისძიებები, რომელიც ექვემდებარება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას, უნდა იძლეოდეს მათ განმეორებით/ხელახლა გამოყენების საშუალებას, მწარმოებლის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის ვადის ფარგლებში..

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მომხმარებლის გარეგანი დასხივებისაგან სრულად დასაცავად ან გამოსხივების შესუსტების მიზნით, უნდა იყოს დაპროექტებული და გათვლილი მხოლოდ სუსტი ელექრონული (მაგ: ბეტა-გამოსხივება) ან სუსტი ფოტონური (მაგ: რენტგენის სხივები, გამა-გამოსხივება) გამოსხივების საწინააღმდეგოდ.

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემადგენელი მასალა და სხვა კომპონენტები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, წარმოებული და გამოყენებული, რომ უზრუნველყოფდეს წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებისთვის მომხმარებლის შესაფერის დაცვას და მისი მოქმედების დაბრკოლების გზით არ ზრდიდეს გამოხსივების წყაროსთან ყოფნის ხანგრძლივობას (იხ. ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი).

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილ უნდა იქნეს წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში შესაფერისი შემადგენელი მასალის ტიპისა და სისქის შესახებ მითითებებ