შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:
ა) ტექნიკური აგებულების ადეკვატურობის შეფასებისთვის შეამოწმოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია. შემოწმების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს III დანართი;
ბ) შეაფასოს გამოყენებული მეთოდების ადეკვატურობა, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება წარმოებულ იქნა სერიულად და თითოეული ეგზემპლარი გათვლილია ინდივიდუალურ მომხმარებელზე მოსარგებად;
გ) ინდივიდუალურ მომხმარებელზე მოსარგებად, ერთ ერთეულად წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემთხვევაში შეამოწმოს ამგვარი ინდივიდუალური დაცვის საშუალების, დამტკიცებული საბაზისო მოდელის საფუძველზე წარმოების ინსტრუქციები;
დ) დაადასტუროს, რომ ნიმუში ან ნიმუშები წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, და მოახდინოს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული სათანადო მოთხოვნების დაცვით დაპროექტებული და ასევე სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად დაპროექტებული ელემენტების იდენტიფიკაცია;
ე) განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი გამოცდები და შემოწმებები, რათა დადგინდეს, რამდენად სწორად იქნა გამოყენებული სტანდარტი;
ვ) განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი გამოცდებისა და შემოწმებების ჩატარება, რათა დადგინდეს, სტანდარტის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რამდენად სწორად აარჩია და გამოიყენა მწარმოებელმა საკუთარი ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებით გათვალისწინებული მეთოდებ