1. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტიპი აკმაყოფილებს შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, მწარმოებელს გადასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. ახლად შედგენილი და შესაბამის შემთხვევებში განახლებული სერტიფიკატის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
2. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესაბამისობის შემფასებელი პირის სახელსა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) მწარმოებლის სახელს და მისამართს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შევსებულ იქნა ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;
გ) სერტიფიკატით დაფარული ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტიპის ნომერს;
დ) განაცხადს, სადაც მითითებული იქნება, რომ აღნიშნული ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალება აკმაყოფილებს შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ე) როდესაც სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებულია სტანდარტები, აღნიშნული სტანდარტების შესახებ ან მათი ნაწილების შესახებ მითითებებს;
ვ) გამოყენებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებებს;
ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინდივიდუალური დაცვის საშუალების ფუნქციონირების დონეებსა და დაცვის კლასების აღწერას;
თ) ერთ ეგზემპლარად წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემთხვევაში, რომელიც გათვლილია ინდივიდუალურ მომხმარებელზე მოსარგებად, დამტკიცებული საბაზისო მოდელზე დაყრდნობით შესაბამისი დასაშვები მახასიათებლების აღწერას;
ი) წარმოების თარიღს, მოქმედების ვადას და შესაბამის შემთხვევაში განახლების თარიღ(ებ)ს;
კ) სერტიფიკატის გაცემის ნებისმიერ პირობას;
ლ) III კატეგორიის ინდივიდუალური დაცვის საშუალებისთვის, განაცხადს, რომ სერტიფიკატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ერთი შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან ერთად.
3. ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა თან ახლდეს ერთი ან რამდენიმე დანართი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტიპი არ აკმაყოფილებს სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა არ უნდა გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და განმცხადებელს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ, უარის მიზეზები განუმარტოს დეტალურა