1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს შეატყობინოს მის მიერ გაცემული ან გაუქმებული ტიპის სერტიფიკატისა და მისი შემდგომი ცვლილებების (დანართების) შესახებ, ასევე პერიოდულად ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს იმ სერტიფიკატებისა და შესაბამისი ცვლილებების სია, რომელიც არ გაიცა, შეიზღუდა ან სხვამხრივ აიკრძალა მის მიერ.

2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს იმ ტიპის სერტიფიკატებისა და შესაბამისი დამატებების შესახებ, რომელიც არ გაიცა, გამოთხოვილ იქნა, მოქმედება შეუჩერდა ან სხვამხრივ აიკრძალა მის მიერ.

3. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, მისი დანართები და დამატებები, ასევე ტექნიკური დოკუმენტაცია მათ შორის მწარმოებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია სერტიფიკატის ვადის ამოწურვიდან 5 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, მისი დანართები და დამატებები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

5. მწარმოებლის ავტორიზებულ წარმომადგენელს მისი მანდატის ფარგლებში უფლება აქვს წარადგინოს ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული განაცხადი და დააკმაყოფილოს ამ დანართის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებითა და ამ დანართის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დანართი VI

შიდა საწარმოო კონტროლზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა

(მოდული