1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს, ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის შეფასებით, ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმების გზით, ამასთანავე უნდა გამოიცადოს დასრულებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების (საწარმოო ტიპი) წარმოების ფარგლებში შერჩეული წარმომადგენლობითი ნიმუშ