1. სასუნთქი ინდივიდუალური დაცვის საშუალება წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში ჩაძირვის მაქსიმალური სიღრმის გათვალისწინებით შესაძლებელს უნდა ხდიდეს სასუნთქი აირადი ნაზავების მომხმარებლისთვის მიწოდებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობები მოითხოვს, საყვინთი ინდივიდუალური დაცვის საშუალება უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან:

ა) საყვინთი ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც დაიცავს მომხმარებელს სიცივის ან/და სიღრმეში ჩაყვინთვისას წარმოქმნილი წნევისგან (იხ. ამ დანართის 22-ე მუხლი);

ბ) სასიგნალო მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს დროულად გააფრთხილებს სასუნთქი აირადი ნაზავის მიწოდებაში მოსალოდნელი დაბრკოლების შესახებ (იხ. ამ დანართის მე-14 მუხლი);

გ) ზედაპირზე ამოსასვლელი სამაშველო მოწყობილობა (იხ. ამ დანართის 24-ე მუხლის პირველი-მეოთხე პუნქტები).

III დანართი

ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლითა და II დანართით განსაზღვრული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მწარმოებლის მიერ გამოყენებული საშუალებების აღწერას.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალების სრული აღწერა და მისი დანიშნულება;

ბ) იმ რისკების შეფასება, რომელთა ზემოქმედებისგან დაცვისთვისაც ინდივიდუალური დაცვის საშუალება არის გამიზნული;

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალების, მისი კომპონენტების, საამწყობრო ნაწილებისა და წრედების პროექტირების და წარმოების ნახაზები და სქემები;

ე) ამ მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნახაზებისა და სქემების გასაგებად აუცილებელი აღწერები და განმარტებები;

ვ) მითითებება იმ სტანდარტებზე, რომლებიც გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებისა და წარმოების დროს. სტანდარტების ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გამოყენებული ნაწილების შესახებ მითითებებს;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა ან ნაწილობრივ იქნა გამოყენებული, შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის გამოყენებული სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების აღწერა;

თ) დაპროექტებისას გამოყენებული კალკულაციების შედეგები, შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურებისთვის განხორციელებული შემოწმებებისა და ინსპექტირებების შესახებ ინფორმაცია;

ი) ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურებისა და შესაბამის შემთხვევებში დაცვის კლასის განსაზღვრის მიზნით განხორციელებული შემოწმებების ანგარიშები;

კ) დაპროექტების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მწარმოებლის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების წარმოებისას გამოყენებული საშუალებების აღწერა;

ლ) II დანართის მე-6 მუხლი გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქციებისა და ინფორმაციის ასლები;

მ) კონკრეტული მომხმარებლის მიერ გამოყენების მიზნით ერთ ერთეულად წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამტკიცებული საბაზისო მოდელის საფუძველზე წარმოებისთვის ყველა აუცილებელი ინსტრუქცია;

ნ) სერიულად წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების წარმოების შემთხვევაში მწარმოებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებების აღწერა.

IV დანართი

შიდა საწარმოო კონტროლი

(მოდული A)

1. შიდა საწარმო კონტროლი წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასზედ, რომ განხილული ინდივიდუალური დაცვის საშუალება აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა შეიმუშაოს III დანართით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია.

3. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა საწარმოო პროცესისა და პროცესის მონიტორინგის დროს უზრუნველყოფილ იქნეს წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან

4. მწარმოებელმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე უნდა დაიტანოს ნიშანდება.

ა) მწარმოებელი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოდელისთვის წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს იგი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომლისთვისაც შედგენილია აღნიშნული დეკლარაცია.

ბ) შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

5. ამ დანართის მე-4 პუნქტით მწარმოებლისთვის დადგენილი ვალდებულებები, მის მაგივრად და მისივე პასუხისმგებობის ქვეშ, შესაძლოა შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ თუ ეს ცალსახად გათვალისწინებულია აღნიშნული წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში.

V დანართი

ტიპის გამოცდა

(მოდული