1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია სხეულის ან მისი ნაწილის ელექტრული ძაბვის ზემოქმედებისგან დასაცავად, უნდა გააჩნდეს მომხმარებელზე ელექტროობის სავარაუდო ზემოქმედებისგან დაცვისთვის საკმარისი იზოლაცია და ითვალისწინებდეს მათ შორის ყველაზე არასასურველ წინასწარ განჭვრეტად პირობებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემადგენელი კომპონენტები და მასალა იმგვარად უნდა იყოს არჩეული, დაპროექტებული და გამოყენებული, რომ ნებისმიერ პირობებში უზრუნველყოფდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამცავ ზედაპირში გაჟონილი ელექტროობის მინიმიზაციას ელექტროობის ტოლერანტობის ბარიერის შესაბამის მაქსიმალურად დასაშვებ მაჩვენებლებამდე, რომელიც გაიზომება ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამცავი შრისთვის იმ ვოლტაჟის პირობებში, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს მისთვის წინასწარ განჭვრეტად სამუშაო გარემოში.
3. ელექტრომოწყობილობებთან დაკავშირებულ საქმიანობებში გამოსაყენებელ ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტიპებზე, რომლებიც შესაძლოა მოექცნენ ელექტრული ძაბვის ქვეშ, შეფუთვაზე დატანილ უნდა იქნეს ნიშანდება, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი დაცვის დონე, საოპერაციო ვოლტაჟი, სერიული ნომერი და წარმოების თარიღი. ამგვარი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარე დამცავ შრეზე დატოვებულ უნდა იქნეს თავისუფალი სივრცე, რომელზეც დაიტანება ექპლუატაციაში მიღების თარიღი და შესაბამისი შემოწმებების ან ინსპექტირებების განხორციელების პერიოდის აღმწერი ინფორმაცია.
4. მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტიპისთვის განსაზღვრული დანიშნულების და ექსპლუატაციის პერიოდში განსახორციელებელი შემოწმებების ხასიათისა და სიხშირის შესახებ.
5. ელექტროობის გამტარი ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობისთვის, იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მომხმარებელსა და მოწყობილობას შორის არ წარმოიქმნას განსხვავება ელექტრულ პოტენციალებს შორი